40-ზე მეტი ქვეყანა განცხადებას ავრცელებს, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის

14 ივლისი 2022, 10:53 838 ნახვა

ევროკავშირი, აშშ და კიდევ 40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, ისინი მხარს უჭერენ უკრაინაში შეჭრისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, როდესაც უარს ამბობს, შეასრულოს სასამართლოს მარტის დადგენილება, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომების შესახებ ბრძანებაში დაავალა. ვიმეორებთ, რომ რუსეთმა თავისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს. ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა წარმოადგენს მის საერთაშორისო პასუხისმგებლობას და რომ დანაკარგები და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო კომპენსაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში