ნატოს საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა ხელვაჩაურში

14 ივლისი 2022, 10:58 1001 ნახვა

საქართველოს ევროატლანკიკურ კურსზე, უკვე გავლილ გზასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს ხელვაჩაურში. მერიაში -  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მათ ქვეყნის საგარეო კურსზე, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასა და  სამომავლო გეგმებზე  საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ესაუბრა. საინფორმაციო შეხვედრა  კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

შეხვედრა პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა’’ რეგიონებში გაიმართა.

მისი მიზანი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა, განსაკუთრებით კი გადაწყვეტილების მიმღები პირების.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში