ჩანიშნავს თუ არა პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას?

15 ივლისი 2022, 12:00 688 ნახვა

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციის ნაწილის მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესიის მოსაწვევი აქტის გამოსაცემად, სალომე ზურაბიშვილს ვადა დღის ბოლომდე აქვს. ბრიუსელის 12 დავალების შესასრულებლად ოპოზიცია და მმართველი გუნდი გაერთიანებას ისევ ვერ ახერხებს.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს რეკომენდაციების შესასრულებლად საკუთარი დღის წესრიგი აქვს და სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობს. მათი თქმით, თუ რიგგარეშე სესიები არ ჩაინიშნება, ისინი კანონპროექტებზე მუშაობას გააგრძელებენ და სესიების განახლებისთანავე დააინიცირებენ. "ქართული ოცნების" შეფასებით, ოპოზიციის ეს ქმედება არის გამიზნული საბოტაჟი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს. 

ოპოზიციის ის ნაწილი კი, რომელიც ევროკომისიის თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში იღებს მონაწილეობას,  მიიჩნევს, რომ სწორი და მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური პარტიის ერთად მუშაობა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში