პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიას იწვევს

15 ივლისი 2022, 18:01 680 ნახვა

პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ბუნებრივია, მისასალმებელია ოპოზიციისთვის, რადგან ეს მათი მოთხოვნა იყო. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის თქმით, ახლა მთავარია „ქართულ ოცნება“ მივიდეს სხდომაზე და საბოტაჟი არ მოაწყონ. მმართველი პარტიის პოზიცია კი დიდი ხანია ცნობილია, რომ რიგგარეშე სხდომების მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავენ და არც სხდომებზე მივლენ.ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რიგგარეშე სესიაზე უნდა დაისვას საკითხები, რომლებიც წევრობის კანდიდატობის სტატუსისთვის თორმეტპუნქტიანი გეგმის სწრაფად შესრულებისთვის არის საჭირო.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში