ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რომელიც კეთდება ამერიკის ელჩის მიმართ, ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს- პრეზიდენტი

15 ივლისი 2022, 18:31 865 ნახვა

ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რომელიც კეთდება ამერიკის ელჩის მიმართ, არ მგონია, ეს იყოს სწორი ფორმა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ელჩთან გაიმართოს ერთი ერთზე საუბარი და არა მედიის თანდასწრებით.

„არ შეიძლება, დღეს ამავე დროს, არ ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რომელიც კეთდება ამჟამად ამერიკის ელჩის მიმართ. მე არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა. რამე მტკიცებულებები თუ არის, საერთოდ, დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან გაიმართოს ერთი ერთზე საუბარი ამის შესახებ და არა ტელევიზიებით და მედიის საშუალებით განცხადებები. ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში