აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებლების გამოცდა

15 ივლისი 2022, 18:30 1417 ნახვა

წელს პირველად აზერბაიჯანულენოვანი პედაგოგები მშობლიურ ენაში გამოცდას აბარებენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში პირველად არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენის პედაგოგებს კომპეტენციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. გამოცდის შემდეგ ყველა საგანჩაბარებული მასწავლებელი შეიცვლის სტატუსს, რაც მათი ხელფასის გაზრდასაც განაპირობებს. აზერბაიჯანულ ენას წელს 380-მდე მასწავლებელი ჩააბარებს. 20 ივლისს კი ჩანიშნულია გამოცდა სომხურენოვანი პედაგოგებისთვის. სპეციალურად ამ გამოცდისთვის მოსამზადებლად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტრენინგმოდულები შეიმუშავა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში