სამმხრივი შეხვედრა: საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი

16 ივლისი 2022, 14:59 963 ნახვა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები   თბილისში.   აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უკვე  მიმდინარეობს და მათ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მასპინძლობს.

როგორც ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი დიალოგის დაწყება რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეხება. პირველი აუდიენცია ქვეყნის  პრემიერთან უკვე გამართა  აზერბაიჯანის   საგარეო საქმეთა მინისტრმა.   

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივაზე და თანამშრომლობაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში