მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,  ექსპერტი იმსჯელებს სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო დაზიანებაზე - კოკა კაციტაძე

18 ივლისი 2022, 12:57 777 ნახვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო უწყებაში შესული შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის მიმართ ძალადობრივი ქმედება განხორციელდა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„გამოძიება გუშინ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჩვენთან შემოსული შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის მიმართ ძალადობრივი ქმედება განხორციელდა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს, შესაძლო დაზიანებაზე. ექსპერტიზის შედეგებს ველოდებით. ექსპერტიზა უკვე მიმდინარე რეჟიმში უნდა იყოს“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

კოკა კაციტაძის ინფორმაციით, დღეს გამოკითხვაზე ელოდებიან გია გაჩეჩილაძეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში