ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

19 ივლისი 2022, 17:25 731 ნახვა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას ქალაქის მერთან კითხვები და პრეტენზიები ჰქონდა მოუვლელ და დაზიანებულ ინფრასტრუქტურასა და ავარიულ სახლებზე. მხარეთა შორის ხმაურიანი ოპონირება იყო ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებითაც. სხდომას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათთვის მიუღებელია, რომ ბათუმის საკრებულო სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული  და სამშენებლო საქმიანობის  კოდექსში ცვლილების შეტანას აპირებს, რომლითაც არასამთავრობო სექტორის თქმით, მერი  გეგმავს  ავარიულ სახლებთან დაკავშირებით შექმნას ორგანო  და სწორედ ეს სათათბირო საბჭო იმუშავებს ამ მიმართულებით. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ჯერ არ არის ცნობილი ვინ იქნებიან ორგანოს შემადგენლობაში და არც კითხვის ნიშნები უნდა არსებობდეს ამ საკითხზე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში