ნიკა გვარამიას საქმე

19 ივლისი 2022, 17:27 1086 ნახვა

ნიკა გვარამიას მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს გაიმართება.შემოდგომამდე პროცესის გადაწევის მიზეზი მოსამართლეთა კოლეგიის განმარტებით, შვებულებების პერიოდია, რის გამოც გრაფიკი გადანაწილებული აქვთ. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ აღნიშნული თარიღით სააპელაციო საჩივრის განხილვის ორთვიანი ვადა დაირღვა. დღევანდელ პროცესზე ნიკა გვარამიას ადვოკატებმა საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენეს. ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებებისა და მის მიერ "იმედისთვის" მიცემული ინტერვიუს საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა მოითხოვა. ასევე სხვა წერილობითი დოკუმენტები და ნინო ლომჯარიას, მაია კოპალეიშვილის, ნიკა სიმონიშვილის, გვანცა წულუკიძის დაკითხვის შუამდგომლობა, რომელთაც ნიკა გვარამიას საქმეზე მოსაზრება/დასკვნა/შეფასება აქვთ დაწერილი. შუამდგომლობები მოსამართლეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში