საბავშვო ბაღი ახალსოფელში - ენმ პროკურატურას მიმართავს

20 ივლისი 2022, 14:21 941 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა  პროკურატურას  მიმართავს შეისწავლოს ხელვაჩაურში   საბიუჯეტო  თანხების  ხარჯვის  საკითხი,  ოპოზიცია  კორუფციაზე საუბრობს. საქმე  ახალსოფლის  საბავშო  ბაღს  ეხება.  შენობა  უკვე  ორი  წელია უფუნქციოა, 180-მდე  აღსაზრდელი კი საბავშვო  ბაღის  გარეშეა. 

ბაღი ახალსოფელში  2017  წელს  გაიხსნა,  თუმცა  სამი წლის  შემდეგ  დაიხურა, რადგან შენობა  ავარიული  აღმოჩნდა.  ოპოზიციაში  ამბობენ, რომ   პროექტი  თავიდანვე არაერთი  ხარვეზით,  გეოლოგიური შესწავლის  გარეშე  შესრულდა.  ბაღის  მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან  700 ათასი ლარი დაიხარჯა.

ხვალ  ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე შენობის  აღდგენა - გამაგრებითი სამუშაოებისთვის  150  ათასი  ლარის გამოყოფაზე უნდა იმსჯელონ.

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, ბაღის აშენების შემდეგ მიმდებარედ გრუნტის წყლები აღმოჩნდა, რამაც მიმდებარე ტერიტორიის დაზიანება გამოიწვია.

ჩატარდა დეტალური გეოლოგიური კვლევა,  შეძენილია საპროექტო დოკუმენტაცია. უწყების ინფორმაციით,  მუნიციპალიტეტი პროექტის დაწყებას  წელს გეგმავს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში