თეონა აქუბარდიას ბრიფინგი

20 ივლისი 2022, 14:09 537 ნახვა

,,რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის პროცესი გრძელდება, რაზეც „ოცნება“ დუმს“-განაცხადა  თეონა აქუბარდიამ, რომელიც ხელისუფლებას   რეაგირებისკენ მოუწოდებს. „რეფორმების ჯგუფის“ წევრი  აცხადებს, რომ  მეორე დღეა აფხაზეთში მიმდინარეობს მძიმე პოლემიკა და პროტესტი იმ ე.წ. ხელშეკრულებაზე, რომელიც ბიჭვინთის რუსეთისთვის მფლობელობაში გადაცემას ითვალისწინებს. 

აქუბარდიას განცხადებით,  საუბარია იმაზე, რომ რუსეთს უკვე ოფიციალურად მიაქვს უნიკალური ისტორიული ადგილი - ბიჭვინთა და ეს რიგით მეორე ანექსიის შემდგარი ფაქტია,  ხელისუფლების მხრიდან  კი   არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში