საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მუჰამეთგელდი სერდაროვმა გააცილა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტთან სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრა გამართა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრას twitter-ში ეხმაურება. როგორც პრემიერი წერს, სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ნაყოფიერი საუბარი შედგა.