მონპარნასი - ფრანგული ბოჰემის ცენტრი და კიკი დე მომპარნასი პარიზის მთავარი მუზა

18 ივლისი 2021, 18:13 4542 ნახვა

მონპარნასი - ფრანგული ბოჰემის ცენტრი და კიკი დე მომპარნასი პარიზის მთავარი მუზა

ისინი შოკში აგდებდნენ საზოგადოებას, აიძულებდნენ მათზე ელაპარაკათ, შთააგონებდნენ ლეგენდარულ ოსტატებს.

მუზები - ქალები, რომლებმაც პარიზი მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების ცენტრად აქციეს.

მუზები - უამრავმა ადამიანმა იცის მათი სახე, მაგრამ ცოტამ თუ იცის მათი სახელები, იციან მათი სხეული, სევდიანი ღიმილი და მზერა, მაგრამ ხშირად უცნობია მათი პირადი ისტორიები. მხატვრების გახმაურებული სახელების უკან, იმალება, იმ ადამიანების ჩუმი ხმა, რომლებიც მხატვრებს ჩუქნიდნენ ტავის ახალგაზრდობას და სილამაზეს, არც თუ ისე იშვიათად ჯანმრთელობასაც. ეს მათი მენატურეები, მუზები იყვნენ.