#მობილური კლინიკა სახლთან ახლოს -ერთდროული სკრინინგი "ერთი კარის" პრინციპით #28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა

27 ივლისი 2021, 17:18 19034 ნახვა

#მობილური კლინიკა სახლთან ახლოს -ერთდროული სკრინინგი "ერთი კარის" პრინციპით #28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა

# კონტაქტი

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემებს ეთმობა.

დღევანდელი , 27 ივლისის გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ პროექტზე „აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ხელშეწყობა და ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენა, COVID-19-ის, აივ/შიდსის, C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისა და კონტაქტების კვლევის პილოტირების გზით“.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარისა და ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის ეგიდით.

სატელეფონო ხაზზე იყო პროექტის კოორდინატორი ,საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელი ნელი სოლომონია .

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა და ამ დღის მიზანია ვირუსული ჰეპატიტების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამაზე „კონტაქტის“ მეორე ნაწილში ვისაუბრეთ.