საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა

15 სექტემბერი 2021, 17:10 19912 ნახვა

საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა

# კონტაქტი

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ისეთ ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა კლიმატი , ნიადაგი და მცენარეთა ხარისხი, არანაკლებ მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრების მომზადება-გადამზადება .

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2017 წლიდან ახორციელებს ქვეპროგრამას „საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა“. იგი ითვალისწინებს აგრარული და საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ანაზღაურებად სტაჟირებას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში. ამჟამად კონკურსის წესით შერჩეული ათი ახალგაზრდა იღრმავებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

რას აჩვენებს წინა წლების გამოცდილება და რა მოლოდინი აქვთ სტაჟიორებს -ამაზე დღევანდელი, 15 სექტემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი ჯიმშერ დიასამიძე და სტაჟიორები რომან ზაქარიაძე და ინგა აშლარბა.