კოვიდ19 და პოსტკოვიდური სინდრომი
# კონტაქტი
ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.
მსოფლიოში კოვიდპანდემიის გამოცხადებიდან წელიწადზე მეტი გავიდა და ჯანდაცვის ექსპერტები ჯერ კიდევ სწავლობენ კოვიდ 19-ის ბუნებას.ინფიცირებულთა ნაწილში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ნაწილს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება , ნაწილთან კი სერიოზული გართულებები ვლინდება.
კოვიდგადატანილების ნაწილს ჩივილები გარკვეული პერიოდის შემდეგაც აღენიშნებათ . მედიკოსების თქმით ეს პოსტკოვიდური სინდრომია.
დღევანდელი, 21 სექტემბრის გადაცემაში კოვიდზე და პოსტკოვიდურ სინდრომზე ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ინფექციონისტი რეზო ნაკაშიძე.