წაბლის ხის პრობლემა საქართველოში - წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების პროგრამა

18 ოქტომბერი 2021, 21:27 10848 ნახვა

წაბლის ხის პრობლემა საქართველოში - წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების პროგრამა

ეროვნული სატყეო სააგენტო წაბლნარ კორომებში არსებული ვითარების შესწავლის სამუშაობს, ქვეყნის ტერტორიაზე უწყვეტად ახორციელებს.

წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის შემდეგ, საერთაშორისო ექსპერტის, ირინა მაციახისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით, წაბლნარი კორომების კვლევა კახეთის რეგიონში მიმდინარეობს.

კვლევები დაგეგმილია თელავის, ახმეტისა და ყვარლის სატყეო უბნებში და მოიცავს წაბლის ქერქის კიბოსა და მისი პოტენციური ჰიპოვირულენტური შტამების ნიმუშების აღებას შემდგომი დამუშვებისათვის.

წაბლთან არსებულ ყველა პრობლემაზე, ასევე  სამომავლო გეგმებზე - გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ხაბეიშვილი საუბრობს გადაცემაში.