ორი ოსმალური დავთარი და დოკუმენტები ბათუმის შესახებ

25 ოქტომბერი 2021, 17:12 18646 ნახვა

ორი ოსმალური დავთარი და დოკუმენტები ბათუმის შესახებ

# კონტაქტი

ქართულ-ოსმალური ურთიერთობები ყოველთვის წარმოადგენდა ქართველი მეცნიერების ინტერესის საგანს. თუმცა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თურქულ არქივებში დაცული მასალები მკვლევართათვის ხელმიუწვდომელი იყო. ბოლო წლებში ეს საკითხი მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ბევრი ფაქტი და მოვლენა ახლებურად წარმოჩნდა.

დღევანდელი, 25 ოქტომბრის გადაცემაში ვისაუბრეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებულ პროექტზე „ორი ოსმალური დავთარი და დოკუმენტები ბათუმის შესახებ“. პროექტის მიზანია უმნიშვნელოვანესი ოსმალური ხელნაწერი დოკუმენტის გაშიფვრა, თარგმნა, აკადემიური კვლევა და მონოგრაფიად გამოცემა.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: პროექტის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა შაშიკაძე და მთარგმნელი , ისტორიის დოქტორი ალეკო კაშია.