ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის

04 ნოემბერი 2021, 17:08 19750 ნახვა

ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის

# კონტაქტი

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტში “ ვსაუბრობთ თემებზე, რომელიც ეხება სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობას, საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებას ქვეყნის განვითარებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

დღევანდელი, 4 ნოემბრის „კონტაქტი“დაეთმო ევროკავშირის მდაფინანსებულ პროექტს "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში” ,რომელსაც ორგანიზაცია "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" პარტნიორ ორგანიზაციასთან "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ერთად ახორციელებს. გადაცემაში ასევე ვისაუბრეთ სოციალურ საწარმოზე „ თავისუფალი სივრცე " , რომელიც ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და პროფესიული უნარების განვითარების გზით მათი ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეიქმნა ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ინიციატივით და უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: რამინ მაჭარაშვილი-იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ნინო ჩხაიძე -სოციალური საწარმოს „თავისუფალი სივრცე“ მენეჯერი, ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.