ერთი დუბლი - ნაწილი 2

23 ნოემბერი 2021, 16:10 4459 ნახვა

ერთი დუბლი - ნაწილი 2

ამა თუ იმ კომპოზიციის მოსმენისას, უნდა გავიაზროთ, რა შრომაა გაწეული მათ შესაქმნელად. იმდენი რამაა, რამაც შესაძლოა სტუდიური სამუშაოები გააჭიანუროს, თუნდაც სუპერვარსკვლავი პროფესიონალი მომღერლებისთვის: ცუდი ტემპი, არასწორი ტონალობა, ტემპიდან ამოვარდნა, ხმის მოცულობის გადაჭარბება, თუნდაც სიტყვების დავიწყება. როგორც წესი სტუდიური ჩანაწერები, დიდ დროსა და უამრავ მცდელობას საჭიროებს, მითუმეტეს თუკი ავტორი პერფექციონისტია. ამასთან, ესა თუ ის ინსტრუმენტი ცალკე ტრეკებად იწერება და არაერთხელ იცვლება, იხვეწება ჩანაწერზე მუშაობის პროცესში - აბსოლუტურ სრულყოფილებამდე. თუმცა, როცა საუბარია ვოკალზე, შეცდომის გარეშე შესრულების უნარი, მხოლოდ რჩეულთ გააჩნიათ. დღეს სწორედ მსგავს უნიკალურ შემთხვევებზე ვისაუბრებ და თქვენთან ერთად მოვუსმენ „ფმ ფანტაზიების“ ეთერში.