":იცოდე ჰეპატიტი არ იცდის!"
# კონტაქტი
22-29 ნოემბერს ევროპაში აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული მიმდინარეობს .
ინიციატივას 2013 წელს ჩაეყარა საფუძველი . ტესტირების კვირეულის ფარგლებში მთელს ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება, ჯანდაცვის ორგანიზაციები, სამედიცინო პერსონალი, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთიანდებიან რომ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს საკუთარი აივ და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ.
დღევანდელი , 23 ნოემბრის გადაცემა დაეთმო აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეულს და კამპანიას ,,იცოდე ჰეპატიტი არ იცდის!“
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „იმედის“ წარმომადგენელი , პროექტის „ აივ ინფექცია შიდსის გავრცელების პროფილაქტიკა ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა და მათ სქესობრივ პარტნიორებს შორის“ კოორდინატორი მირანდა ჟღენტი.