"მწვანე გრანტები"

24 ნოემბერი 2021, 17:05 16298 ნახვა

"მწვანე გრანტები"

ყოველ ოთხშაბათს კონტაქტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემებს ეთმობა

„სოფლის განვითარების პროგრამას“ ახალი მიზნობრივი კომპონენტი - მწვანე გრანტები (GMG) დაემატა

სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” ფარგლებში ახორციელებს.

„პროგრამა, რომლის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ქედის, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

როგორც  აღვნიშნეთ მწვანე გრანტები სოფლის განვითარების პროგრამის ახალი კომპონენტია , რა მიმართულებებს ითვალისწინებს იგი , ვის შეუძლია და რა პირობებით სოფლის განვითარების პროგრამის ახალ საგრანტო კომპონენტში მონაწილეობა, რა არის საამისოდ აუცილებელი- მწვანე გრანტების ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე სასაუბროდ კონტაქტის სტუდიის სტუმარი იყო ვახო კონცელიძე - გაეროს განვითარების პროგრამის, "სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD 3" პროექტის კოორდინატორი აჭარაში