„სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“
ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ ეთმობა თემებს, რომელიც ეხება სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობას, საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებას ქვეყნის განვითარებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ პროექტზე „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ – პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით.
"კონტაქტის" სტუმრები იყვნენ სალომე კუსიანი- სოციალურ საწარმოთა ალიანსის , აღმასრულებელი დირექტორი
ლევან ფანიაშვილი- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი , ადვოკატირების ოფიცერი