ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II

29 ნოემბერი 2021, 18:59 9477 ნახვა

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II

ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს.

ღონისძიება პროექტის ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II ფარგლებში გაიმართა.

უცხოელმა ექსპერტებმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჰაერის ხარისხის მართვისა და მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ,  გადაცემაში  - გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - მარინე არაბიძე  გვპასუხობს კითხვებზე.