კულინარიული გზამკვლევი
# კონტაქტი
ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ ტურიზმის სფეროს ეთმობა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მუშაობს კულინარიულ გზამკვლევზე . წიგნში თავმოყრილი იქნება ნაკლებცნობილი და მივიწყებული აჭარული კერძების, დესერტებისა და წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციები.
დღევანდელი, 3 დეკემბრის გადაცემაში ამ თემაზე ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ: ლელა გოგუაძე, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი და ზურა ბაუჟაძე, მოქმედი გიდი ,რომელიც აქტიურადაა ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.