ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად
# კონტაქტი
ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი „ სხვადასხვა აქტუალურ პროექტს ეთმობა.
ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრეთ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტზე „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის". აჭარაში პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულდა.
დღევანდელი, 9 დეკემბრის გადაცემაში საგრანტო კონკურსის მიზანზე, ეტაპებზე, შერჩევის კრიტერიუმებზე და გამარჯვებულ პროექტებზე ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ : ნესტან კახაძე, პროექტის
„უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის"ასისტენტი და საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გია ცეცხლაძე. მეორე გამარჯვებული ლია ტაკიძე ტელეფონით გვერთვებოდა.