რატომ არ იზრდება ამერიკის მთავარი მეამბოხე - ჰოლდენ კოლფილდი
ჰოლდენ კოლფილდი ჯერომ სელინჯერის ერთადერთი რომანის, „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში" პროტაგონისტია, რომელმაც კარგად გვაჩვენა იმ დროის ამერიკულ საზოგადოებაში არსებული ხედვები, წინააღმდეგობები, თაობათა დაპირისპირება და სწორედ კოლფილდის გმირმა დაიწყო კონტკულტურის ფორმირების პროცესი. 16 წლის ბიჭის ოდისეა, სკოლიდან გაძევების შემდეგ, ნიუ-იორკში დაიწყო, საბოლოოდ კი კლდის პირზე აღმოჩნდა, სადაც ჭვავის ყანაში მოთამაშე ბავშვებს, ზრდასულ ცხოვრებაში გადაჩეხვისგან იჭერდა. ჰოლდენის ამბოხს სიყალბის წინააღმდეგ მალე მოჰყვა ელვისი და ბიბოპის ხმები, ალენ გინსბერგისა და ჯეკ კერუაკის დეკლამაციები. რომანი იყო კოლექტიური კულტურული ყმუილი, რომელმაც ომისშემდგომ სცენაზე ახალაგზრდა მეამბოხეების გამოჩენა გამოაცხადა