ჯგუფი მონოპლანი (ვალერი ხაჩიძე)_ ჯგუფი პაპანუსი (მიშა იაშაღაშვილი)
ჯგუფი მონოპლანი
„მონოპლანის“ ლიდერი და სიმღერების ავტორი ვალერი ხაჩიძე, ზურგზე გიტარამოკიდებული ხშირად ჩნდებოდა გასული საუკუნის 90-იან წლებში იქ, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, „არაფორმალები“ და „ნონკონფორმისტები“ იკრიბებოდნენ.
იგი გიტარის თანხლებით, ძირითადად იმდროინდელი რუსული ალტერნატიული მუსიკოსების შთაგონებით წერდა რუსულენოვან სიმღერებს. ქართულენოვანი ტექსტების წერა შედარებით გვიან, 18-19 წლის ასაკში დაიწყო.
2003 წლიდან, როდესაც ჯგუფი მონოპლანი პირველად წარსდგა მსმენელის წინაშე, დღემდე არ შეცვლილა მუსიკალური და იდეოლოგიური კურსი - ფსიქოდელიური ალტერნატიული როკი დეკადენტური ელფერით.
მიუხედავად არსებობის მრავალწლიანი ისტორიისა, ვალერი ხაჩიძის და მისი „მონოპლანის“ აღიარება ანდერგრაუნდს არ სცდება.
ჯგუფი პაპანუსი
მიხეილ (მიშა) იაშაღაშვილის მუსიკისადმი ერთგულების შედეგია მისი ამჟამინდელი პროექტი „პაპანუსი“. ოცი წლის წინ, მიშას იმჟამინდელი ჯგუფ „ტეტანუსის“ წარმატებული დასაწყისის წინ, არაერთი წინააღმდეგობა დაუდგა, რომელთა გადალახვა მაშინ ვერ მოხერხდა და მიშაც მუსიკის სიყვარულს და დაკვრის სურვილს „სხვა საქმით“ დაკავებული სულ თან დაატარებდა.
2016 წელს მისმა მონდომებამ გამოსავალი სოლო პროექტ „პაპანუსში“ ნახა და 2021 წლის ალბომ „საათის“ წარდგენის შემდეგ, მიშა უკვე მეორე ალბომზე მუშაობს.