უჩვეულო მოგზაურობა ძველ ბათუმში

12 ნოემბერი 2021, 15:10 1071 ნახვა

უჩვეულო მოგზაურობა ძველ ბათუმში

ვიწყებთ უჩვეულო მოგზაურობას,  სადაც ბარგის ჩალაგების სანაცვლოდ ფანტაზიის ამოლაგება დაგვჭირდება. წარმოსახვაში მეოცე საუკუნის დასაწყისის აჭარის რეგიონული პრესის რუბრიკები: „ბათუმის ცხოვრება“  და „რადიო უწყებანი“ უნდა გავაცოცხლოთ. დოკუმენტური მასალის მიხედვით, მოდური ტანსაცმელი მოვიხდინოთ, გალანტური ფრანგული ფეხსაცმლის მაღაზიას ვეწვიოთ, ნდობა გამოვუცხადოთ მიშელის საპარიკმახეროს, პირველი კლასის თეატრალიზებულ ქალთა სპეციალურ სალონს, სადაც ვარცხნილობები ცოცხალი ჩვენებით არის წარმოდგენილი.

შეგვიძლია პირველი კლასის სასტუმრო „ფრანციაში“ დაბინავება, ქალაქის ცენტრში, პორტთან და ზღვისპირა პარკთან რომ მდებარეობს, კომფორტულად მოწყობილი, ელექტროგანათებით, აბაზანით, დუშით, სადაც ფუნქციონირებს ევროპული და აზიური სამზარეულო.