ჯორჯ ბალანჩინი - აპოლონის ტრანსფორმაციიდან ნეოკლასიკურ ბალეტამდე
ქორეოგრაფიულად, ჩვენ, ბალანჩინის ეპოქაში ვცხოვრობთ. მან თავისი ნამუშევრებით, სრულიად შეცვალა ბალეტზე ჩვენი წარმოდგენები და მის გავლენას განიცდიან თანამედროვე ქორეოგრაფები. დღეს არსებული თანამედროვე ბალეტის დიდი ნაწილი შესაძლოა არც ყოფილიყო, რომ არა ის პრეცედენტები, რაც მან შექმნა, - ეს არის ნიუ იორქ თაიმსში 1985 წელს გამოქვეყნებული სტატია სათაურით: " ბალანჩინის ქორეოგრაფიული გავლენა: პლუსები და მინუსები". სტატიის გამოსვილსას გიორგი ბალანჩივაძე უკვე 2 წლის გარდაცვლილი იყო.