#მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა#აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2022 წლის პროექტები

28 იანვარი 2022, 17:10 15794 ნახვა

#მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა#აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2022 წლის პროექტები

# კონტაქტი

ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ ტურიზმის სფეროს გამოწვევებს ეთმობა.

სრთულეების მიუხედავად , რაც კოვიდ-პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიას შეუქმნა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი განაგრძობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას და აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე.

რამდენიმე დღის წინ დასრულდა მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, სადაც ასზე მეტი ქვეყნის ათი ათასამდე კომპანია, ტურისტული სააგენტო და ტურისტული ბიზნესის ძირითადი მოთამაშე იყო წარმოდგენილი.ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა.

ურთიერთთანამშრომლობის რა პერსპექტივები დაისახა და მიმდინარე წელს რა პროექტებს განხორციელებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი -ამაზე დღევანდელი, 28 იანვრის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუმარი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი