მთვარის კლუბი

05 თებერვალი 2022, 14:11 3140 ნახვა

მთვარის კლუბი

 

კლასიკური გიტარის განხრით ხუთწლედი დასრულების შემდეგ, ლევან ქუმსიაშვილი არ ფიქრობდა მუსიკოსის და მითუმეტეს მომღერლის, სიმღერების ავტორის კარიერაზე, სანამ სტინგის სიმღერა Fragile არ შთააგონებდა. ამის შემდეგ არაერთი სიმღერა დაწერა, რომელთაც მომავალში დიდი ხნით და საპატიო ადგილი დაიკავეს: „ღამე მშვიდობისა“, „ოქროს ფოთოლთა ლივლივი“, „მე გაზაფხულზე გეპატიჟებით“. გასული საუკუნის 90იანების დასაწყისშივე ლევანს ამ წამოწყებაში თანამოაზრეებად მეგობრები გოგიტა მაისურაძე და მურმან ლომაშვილი შეუერთდნენ. საბოლოოდ „მთავრის კლუბი“ საკუთარი ხმისჩამწერი სტუდიით მცირე შემოქმედებით კომუნად ჩამოყალიბდა, სადაც შედიოდნენ „ზუმბა“, „33ა“ და იმ დროს თბილისში გადმობარგებული ჯგუფები „აუტსაიდერი“ და “ინსაითი“.