#მცირე პროექტების კონკურსი #„ქედის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება"

10 თებერვალი 2022, 17:10 16713 ნახვა

#მცირე პროექტების კონკურსი #„ქედის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება"

#კონტაქტი

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სხვადასხვა აქტუალურ კონკურსს და პროექტს ეთმობა.

დღევანდელი, 10 თებერვლის გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ მცირე პროექტების კონკურსზე, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა” ფარგლებში გამოცხადდა.

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო პროექტს „ქედის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება" , რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარების ტალღა“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მხარდაჭერით ახორციელებს.

“კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ:ირმა გაბინაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი და რამაზ თურმანიძე , პროექტის ,,ქედის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება" მენეჯერი.