აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2022 წლის პროგრამები
ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.
ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკა სამიზნე ჯგუფში;ც ჰეპატიტის, ტუბერკულოზის , აივ ინფექციის აქტიური გამოვლენის ხელშეწყობა; ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში;მენჯ- ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ადრეული დიაგნოსტიკა;აუტიზმის დიაგნოსტიკა სამიზნე ჯგუფში;ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა;სმენის თანდაყოლილი პათოლოგიის მეორეული დიაგნოსტიკა-იმ პროგრამების ჩამონათვალია, რომლებსაც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2022 წელს განახორციელებს.
აღნიშნულ პროგრამებზე დღევანდელი , 15 თებერვლის გადაცემაში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა ისაუბრა.