საგაზაფხულო სამუშაოები
ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებს ეთმობა.
რამდენიმე დღე და კალენდარული გაზაფხული დადგება.ბუნება მის მოახლოებას ყოველდღიურად გვაგრძნობინებს .
მართალია, წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ გაზაფხული სოფლად მცხოვრები მეურნე კაცისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა. ეს ის დროა, როცა ძალიან ბევრი უნდა იშრომო, რომ შემდეგ ბარაქიანი შემოდგომით გაიხარო და ისიამოვნო .
როგორი თანმიმდევრობით უნდა ჩატარდეს საგაზაფხულო სამუშაოები და რა რჩევებია გასათვალისწინებელი, რომ ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ- ამაზე დღევანდელი, 23 თებერვლის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ბოლქვაძე.