კოლეჯმა "ბლექსი" არაფორმალური განათლების აღიარების უფლება მოიპოვა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კოლეჯს „ბლექსი“ მიანიჭა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის,პროფესიული მომზადების პროგრამის, პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების ფარგლებში . აღსანიშნავია, „ბლექსი“ პირველი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯია, რომელმაც მოიპოვა აღნიშნული უფლება .
დღევანდელი, 28 თებერვლის გადაცემაში არაფორმალური განათლების აღიარების მნიშვნელობაზე და ეტაპებზე ვისაუბრეთ .
„კონტაქტის“ სტუმარი იყო კოლეჯის „ბლექსი“ დირექტორის მოადგილე მაია თოიძე.