#მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა #საგრანტო კონკურსი პროგრამის „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში

02 მარტი 2022, 17:24 17549 ნახვა

#მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა #საგრანტო კონკურსი პროგრამის „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში

#კონტაქტი

ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის სხვადასხა დარგის განვითარებაზე ორიენტირებულ თემებს ეთმობა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრი მეფუტკრე -ფერმერების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს ქვეპროგრამას „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“. აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს ფერმერებზე ფუტკრის ოჯახების გადაცემას. განაცხადების მიღება 31 მარტს დასრულდება.ამ თემაზე დღევანდელი, 2 მარტის გადაცემაში აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ქვეპროგრამის კურატორმა მირზა სუქნიშვილმა ისაუბრა.

სოფლის მეურნობის ეფექტური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი სამეწარმეო სექტორი. სოფლად მეწარმეობის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ისახავს მიზნად აგროსერვის ცენტრის პროგრამა „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“.აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსია გამოცხადებული. განაცხადები 31 მარტის ჩათვლით მიიღება.საგრანტო კონკურსის პირობებზე, ეტაპებზე და პრიორიტეტებზე პროგრამის მენეჯერმა ირაკლი ცისკარაძემ გადაცემის მეორე ნაწილში ისაუბრა.