ქალთა ოთახები

03 მარტი 2022, 17:36 16886 ნახვა

ქალთა ოთახები

#კონტაქტი

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.

ძვირფასო დედებო, თქვენს დღეს გილოცავთ. ჯანმრთელობას , დღეგრძელობას და უღრუბლო ცის ქვეშ შვილების ბედნიერებითა და წარმატებებით ტკბობას გისურვებთ!

„ქალთა ოთახების“ საქმიანობა იყო დღევანდელი, 3 მარტის გადაცემის თემა. საქართველოში 32 „ ქალთა ოთახი „ ფუნქციონირებს. მიზანი ქალების გააქტიურება და გაძლიერებაა.

გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ცვლილებებზე, რაც „ქალთა ოთახების“ გაერთიანების შექმნას მოჰყვა და ასევე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალებისთვის შეთავაზებულ სერვისებზე.

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით შუახევის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსს.

„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ საქართველოს „ ქალთა ოთახების „ გაერთიანების ხელმძღვანელი ფატიმა ბოლქვაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის „ კურატორი თამილა ფუტკარაძე.