ახალგაზრდული პროგრამები ქობულეთის მუნიციპალიტეტში
„კონტაქტი „
დღევანდელი, 10 მარტის გადაცემა დაეთმო პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდების სოციალური, ეკონომიკური , კულტურული გაძლიერების და ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით , ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
„კონტაქტის“ სტუმარი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების , კულტურის , სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი .