ომი უკრაინაში

11 მარტი 2022, 17:43 15083 ნახვა

ომი უკრაინაში

კონტაქტი

დღეს უკრაინაში ომის მე-16 დღეა, უკრაინა მსოფლიოში ყველაზე ცხელი წერტილია. გმირულად იცავს თავს დამპყრობლურ ომში, მედგრად ებრძვის ძალას, რომელსაც მისი განადგურება და დაჩოქება სურს. რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია კარგად ნაცნობია ქართველი ხალხისათვის და არ არის ახალი მსოფლიოსთვის.

დღევანდელი, 11 მარტის გადაცემაში ომზე ვისაუბრეთ, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, ეს არ არის აგრესია მხოლოდ უკრაინისკენ მიმართული, რაზეც თანხმდება ცივილიზებული სამყაროს ყველა საღად მოზროვნე ადამიანი.

გადაცემის სტუმრები იყვნენ შემოქმედი ადამიანები, რომლებმაც გაგვიზიარეს თავიანთი დამოკიდებულება იმ საშინელ მოვლენაზე, რომელიც ჩვენს გვერდით ხდება და რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ სამყაროს.

გადაცემის პირველი სტუმარი იყო მწერალი ქარდა ქარდუხი. ის აფხაზეთიდანაა და რუსეთის აგრესიულმა ქმედებამ საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია.

გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი იყო პოეტი ნიკოლოზ ფუტკარაძე . რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეორგოლი , რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ცხადყოფს რუსეთის ცივსისხლიანობას. როკ პოეზია შეიქმნა ნიკოლოზის წიგნისთვის , რომლის პრეზენტაცია უკრაინელი ხალხის გამარჯვების შემდეგ მოხდება. „ბარიკადები“ ამ წიგნის ის ნაწილია, რომელიც არას ეუბნება ომს , ოკუპაციას და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს.მუსიკის ავტორია გიორგი ფუტკარაძე.