#10- 16 მარტს გლაუკომის მსოფლიო კვირეული იმართება.#ინტეგრირებული სკრინინგი

15 მარტი 2022, 17:23 15674 ნახვა

#10- 16 მარტს გლაუკომის მსოფლიო კვირეული იმართება.#ინტეგრირებული სკრინინგი

#კონტაქტი

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

გლაუკომა თანამედროვე ჯანდაცვის ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა. მსოფლიოში 64 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და თვალის სისტემატური კონტროლისკენ მოსახლეობის მოწოდების მიზნით ყოველწლიურად 10- 16 მარტს გლაუკომის მსოფლიო კვირეული იმართება.

რა არის გლაუკომა,რა სიმპტომები ახასიათებს , მკურნალობის რა მეთოდებია აპრობირებული და შესაძლებელია თუ არა პრევენცია -ამაზე დღევანდელი, 15 მარტის გადაცემაში ექიმმა -ოფთალმოლოგმა თამარ გოგიტიძემ ისაუბრა.

გადაცემის მეორე ნაწილი ინტეგრირებულ სკრინინგს დაეთმო.აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა "ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო სხვადასხვა ჯგუფში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის კვლევა. წელს სკრინინგს „კოვიდ- 19“-ის ტესტირება დაემატა.“კონტაქტის“ სტუმარი იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი.