სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები
ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს და კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამებზე ესაუბრნენ.
რა ფაქტორები აფერხებს კოოპერატივების განვითარებას და რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ -ამაზე დღევანდელი, 16 მარტის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა.