სოფელ ქობულეთის არქეოლოგიური ექსპედიცია
სოფელ ქობულეთში ქვის ხანის ნამოსახლარზე, გასული წლის ზაფხულში საველე-სამეცნიერო სამუშაოები განხორციელდა. კულტურული ფენების დასათარიღებლად აღებული სინჯები საზღვარგარეთის რამდენიმე ლაბორატორიაში გადაიგზავნა. დასკვნებზე - დღევანდელი, 18 მარტის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ექსპედიციის ხელმძღვანელი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი გურამ ჩხატარაშვილი.