სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება
ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“აქტუალურ პროგრამას , პროექტს და კონკურსს ეთმობა.
დღევანდელი, 24 მარტის გადაცემაში ვისაუბრეთ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის “ სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე. აღნიშნული პროგრამის საინფორმაციო კამპანია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ უზრუნველყო.ასევე ვისაუბრეთ , "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" პროექტზე ,,ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში" და მის ფარგლებში შემუშავებულ პეტიციებზე.
„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ: შუახევის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის „ კურატორი თამილა ფუტკარაძე და
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე.