#არა ომს-ქართველი ხელოვანები მშვიდობისთვის და ქართულ- უკრაინული შემოქმედებითი ურთიერთობები
დღევანდელი, 25 მარტის გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმო აჭარის მუზეუმის და აჭარაში მოღვაწე ხელოვანების ერთობლივ პროექტს „ხელოვნება მშვიდობისთვის #არაომს“. დღეს ხელოვნების მუზეუმის გალერეაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა , რომელიც 28 მარტამდე გაგრძელდება . შემოსული თანხა მთლიანად უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.
პირდაპირ ეთერში ტელეფონით გვერთვებოდა მხატვარი მაია ჭყონია.
„კონტაქტის“ მეორე ნაწილის სტუმარი იყო რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი ოთარ ქათამაძე . ახლახან თბილისში მისი სპექტაკლის ქალები 30+ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლისთვის მუსიკა უკრაინელმა კომპოზიტორმა ბოგდან სლუტიმ დაწერა