#ქედის სათემო განათლების ცენტრი#ქართული ენის შემსწაქვლელი კურსი ბათუმში მცხოვრები უცხოელებისთვის

28 მარტი 2022, 17:04 15939 ნახვა

#ქედის სათემო განათლების ცენტრი#ქართული ენის შემსწაქვლელი კურსი ბათუმში მცხოვრები უცხოელებისთვის

#კონტაქტი

ყოველ ორშაბათს „კონტაქტში“ განათლებაზე ვსაუბრობთ.

თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება განათლების ახალი ფორმების მოძიება და ახალი უნარების შეძენა. მათთვის , ვისაც არაფორმალური განათლების მიღების სურვილი აქვთ, მაგრამ დაფინანსების მწირი შესაძლებლობები , საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ზრდასრულთა განათლების ცენტრები ფუნქციონირებს. მათ შორის ერთ-ერთი ქედაშია, სადაც ზრდასრული ადამიანებისთვის სხვადასხვა სასაწავლო კურსია გახსნილი .

რამდენიმე დღის წინ ქედის სათემო განათლების ცენტრის თანამშრომლები და მოსწავლეები უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.

ამაზე და ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრის როლზე მოსახლეობის არაფორმალურ განათლებაში -დღევანდელი, 28 მარტის გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ.„კონტაქტის“ სტუმარი იყო : ქედის სათემო განათლების ცენტრის დირექტორი დავით ანანიძე

სოციალური საწარმო „თავისუფალი სივრცის “ ორგანიზებით გრძელდება ქართული ენის 3 თვიანი კურსი. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ უცხოელ მოქალაქეს, ვინც 6 თვეზე მეტი იმყოფება ბათუმში და ქართული ენის შესწავლის სურვილი აქვს.

ამ თემაზე სასაუბროდ დღევანდელი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი იყო სოციალური საწარმოს „თავისუფალი სივრცე“ მენეჯერი ნინო ჩხაიძე .