ტყვიის შემცველობა სისხლში-კვლევა, მკურნალობა, პრევენცია
ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.
დღევანდელი, 29 მარტის გადაცემის თემა იყო სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევა , მკურნალობა და პრევენცია.
აჭარაში რომელ სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდება სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა და რა იქნება კვლევის შედეგების გაანალიზების შემდგომი ღონისძიებები -ამაზე გადაცემის პირველმა სტუმრამა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა ისაუბრა.
ბავშვის ჯანმრთელობისთვის რა საფრთხეს შემცველია სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა , რა სიმპტომებით შეიძლება პრობლემაზე ეჭვის მიტანა, მკურნალობის აპრობირებული მეთოდებით შესაძლებელია თუ არა ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნა და რა პრევენციული ზომების გატარებაა მიზანშეწონილი - ამ კითხვებს , დღევანდელი გადაცემის მეორე სტუმარმა, ექიმმა - პედიატრმა ,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ხარისხის მენეჯერმა ნიგარი ჭელიძემ უპასუხა.