31 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან - გზა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმამდე და 31 მარტის მნიშვნელობა
31 მარტი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია.
დღეს 31 წელი გავიდა საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმიდან.
შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?"- ამომრჩეველთა 98-მა პროცენტმა გასცა დადებითი პასუხი.
აღსანიშნავია , რომ 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმი გაიმართა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. არა მარტო მთლიანად საქართველოს, არამედ ცალ-ცალკე ავტონომიათა მოსახლეობამაც დამოუკიდებლობას, ანუ სახელმწიფოებრივ მთლიანობას მისცა ხმა.
„ყველა ჩვენგანის ხმა 31 მარტს შეიძლება ის ერთადერთი იყოს, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი სახელმწიფოს — საქართველოს ბედს“ - ეს სიტყვები ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე.
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს 83 წლის გახდებოდა.
გზა რეფერენდუმამდე და 31 მარტის მნიშვნელობა - ამ თემაზე დღევანდელი, 31 მარტის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ისტორიკოსი, ბსუ-ს პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი.