#მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა # სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

06 აპრილი 2022, 17:09 16942 ნახვა

#მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა # სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

#კონტაქტი

„აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო სააგენტოა , რომლის მიზანი სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობაა. სააგენტომ 21 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით , მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბიზნესიდეების მიღება დაიწყო. საგრანტო კონკურსის დეტალებზე დღევანდელი, 6 აპრილის გადაცემის პირველ ნაწილში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრომეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერმა გიორგი კვარაცხელიამ ისაუბრა.

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას“, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრი ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა სამეწარმეო საქმიანობის განვითარების გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგარანტო კონკურსზე განაცხადების მიღება 31 მარტს დასრულდა. შემოსილი განაცხადების რაოდენობაზე და ეტაპებზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ მენეჯერმა ირაკლი ცისკარაძემ ისაუბრა.